Wizz Air-ი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, სიამაყით აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიღწეულ მნიშვნელოვან ეტაპს. ავიაკომპანია 2012 წელს ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურობის მსურველებისადმი, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო კერის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონი მგზავრის მიღება ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას ქართველი და ევროპელი მოგზაურებისგან ერგო. საქართველოში ფრენების დაწყების დღიდან, Wizz Air-ი მუდმივად ისახავს მიზნად გადააჭარბოს მგზავრების მოლოდინებს მიმართულებების ფართო სპექტრის, შეუდარებელი სერვისებისა და ბიუჯეტური ტარიფების შეთავაზებით, რაც მოგზაურობას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. აღსანიშნავია, რომ Wizz Air 2017 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2023 წელსაც ბაზრის ლიდერია.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე 5 მილიონ მგზავრს მოვემსახურეთ – ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჩვენს მიმართ ნდობას და უზომოდ მადლიერები ვართ ამ ერთგულებისთვის. ცხადია, ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ქუთაისი საინტერესო მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან, რომელიც ქართველ მომხმარებლებს უდავოდ მოეწონებათ, სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან კი მეტ ტურისტს მოიზიდავს საქართველოში.“ – ჟაჟა ტრუბეკი, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი.

საჰაერო მგზავრობაზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, Wizz Air მუდმივად აფართოებს ქუთაისის აეროპორტიდან საავიაციო ქსელს, ამყარებს ახალ კავშირებს სხვადასხვა მიმზიდველ მიმართულებასთან ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. Wizz Air ამჟამად ოპერირებს სამი A321 ტიპის ავიახომალდით, რომელიც ახორციელებს 28 რეისს 16 ქვეყნის მიმართულებით.

„მოხარულები ვართ Wizz Air-თან ერთად აღვნიშნოთ კიდევ ერთი შესანიშნავი მიღწევა.  სატრანსპორტო კომპანიის ფრენებზე მგზავრების მზარდი რაოდენობა არ არის მხოლოდ ნათელი სიგნალი იმისა, რომ საჰაერო მიმოსვლა აღდგა პანდემიის შემდეგ, არამედ ის ასევე ხაზს უსვამს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც რეგიონში განვითარებისა და დამაკავშირებელი საყრდენის როლს. თვიდან თვემდე ვაკვირდებით ჩვენს აეროპორტში მგზავრების რეკორდულ რაოდენობას, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ მიღწევის მნიშვნელობას. ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ კომპანიას სწრაფ ზრდასა და ამ მნიშვნელოვან  მიღწევას“ – ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი.

იღბლიანი მგზავრი ქართველი საბა ადამაძეა, რომელიც ზუსტად მე-5 მილიონე აღმოჩნდა, Wizz Air-ით საქართველოში საბერძნეთიდან ჩამოფრინდა და ავიაკომპანიისგან სამოგზაურო ვაუჩერითა და სხვა სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდა.