თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა გამოაცხადა, რომ შეუკვეთა ათი გრძელმაგისტრალური Airbus A350-900. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ეს თვითმფრინავები Turkish Airlines-ისთვის მიწოდებული იქნება 2025-დან 2027 წლამდე.
ახალი A350-ები დაემატება ამ მოდელის უკვე შეკვეთილ 26 თვითმფრინავს. Turkish Airlines-მა უკვე მიიღო თოთხმეტი A350-900, რომელთაგან ბოლო ივლისში მიიღო.
ახალი კონტრაქტი დაკავშირებულია Turkish Airlines-ის ზრდის ახალ სტრატეგიასთან, რომელიც გეგმავს 2033 წლისთვის „გაორმაგდეს“ და მისმა მგზავრთნაკადმა 171 მილიონი მგზავრს, ხოლო ავიაფლოტმა 818 თვითმფრინავს მიაღწიოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქული ავიაკომპანია 600 ახალი თვითმფრინავის შეკვეთის გამოცხადებას გეგმავს, რომლის მიღებაც 10 წლის განმავლობაში სურს. მათგან 170-175 არის ფართო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავი, როგორიცაა A350 და Boeing 787-9. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ Turkish Airlines მალე გამოაცხადებს ახალ კონტრაქტებს.