თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 19 მარტისთვის 100-მდე რეისი გააუქმა, რაც სტამბოლში მოსალოდნელ თოვლს უკავშირდება. თუმცა ქალაქში მეტეოროლოგიური ვითარება დღესაც გართულებულია. 

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურების პროგნოზით, ამჟამინდელი თოვლი გასულ კვირაზე ძლიერი იქნება.

ასევე გაუქმებულია სწავლა საჯარო სკოლებში და ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვენ, თავი შეიკავონ კერძო ტრანსპორტით მგზავრობისგან. ორსულებისთვის და შშმ პირებისთვის გამოცხადებულია დასვენების დღე.

გასულ კვირას, სტამბოლში ამინდის გაუარესების გამო, Turkish Airlines-მა  და Pegasus-მა  200-ზე მეტი ფრენა გააუქმეს.