რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ რუსებისთვის ხელმისაწვდომი ქვეყნები დაასახელა. ირკვევა, რომ ამ დროისთვის ქვეყნის საზღვრებს გარეთ ფრენებს ექვსი რუსული ავიაკომპანია აწარმოებს. ეს ავიაკომპანიები რეისებს ასრულებენ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთის მიმართულებით. კვირაში საუბარია კვირაში დაახლოებით 250 სიხშირეზე.

“საგარეო ფრენებისთვის ჩვენი გადამზიდავები იყენებენ საჰაერო ხომალდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ დაკავების რისკი არ აქვთ, მათ შორის 147 რუსული Sukhoi Superjet-100 (SSJ100) თვითმფრინავი“, – აცხადებენ ტრანსპორტის სამინისტროში.

დაზუსტებულია, რომ საზღვარგარეთ ფრენა შესაძლებელია უცხოური ავიაკომპანიებითაც. ამ დროისათვის რუსეთში ფრენებს ახორციელებს 29 ავიაგადამზიდავი ალჟირიდან, სომხეთიდან, ბაჰრეინიდან, ბელორუსიიდან, ვენესუელადან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ერაყიდან, ყაზახეთიდან, ყატარიდან, ყირგიზეთიდან, მაროკოდან, მონღოლეთიდან, არაბთა გაართიანებული საამიროებიდან, სერბეთიდან, სირიიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან.