Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს თბილისი სტამბოლი, ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში მიზეზებზე არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ ამ დროისათვის არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა გახდა თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომის მიზეზი.
თავად მგზავრები კი განმარტავენ,რომ აფრენიდან დაახლოებით 40-45 წუთში ძრავასთან გრუხუნის ხმა გაისმა. ამის შემდეგ პილოტმა მგზავრები ავარიულად დაჯდომის აუცილებლობაზე გააფრთხილა და საბოლოდ თვითმფრინავი ავარიულად ტრაბზონის აეროპორტში დაეშვა.