თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის (THY) თვითმფრინავები ყოველ ერთ წუთში საშუალო ერთ რეისს ასრულებენ. ზოგადად კი Turkish Airlines-ის თვითმფრინავები ყოველდღიურად იმდენს ფრენენ, რაც დედამიწისთვის 60-ჯერ შემოვლის ტოლფასია.
Turkish Airlines-ის გენერალური დირექტორის ბილალ ეკშის თქმით, Turkish Airlines-ის თვითმფრინავებს ყოველდღიურად საშუალოდ 1739 პილოტი და 2974 ბორტგამცილებელი ემსახურება.
Turkish Airlines-ის თვითმფრინავები ყოველდღიურად 3722 ტონა ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენენ.
ისინი 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 14600 ტონა საწვავს მოიხმარენ.
Turkish Airlines-ის თვითმფრინავები დღე-ღამის განმავლობაში ჰაერში 3971 საათს ატარებენ და 2400500 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებიან.