Turkish Airlines-ის პილოტი ატილა სენტურკი და მისი ჯგუფი, სტამბოლი-კიოლნის რეიდზე ამო-ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) გადააწყდნენ. როგორც თურქული მედია წერს, Turkish Airlines-ის ეკიპაჟის წევრები 10 მაისს უჩვეულო ფაქტის მოწმენი გახდნენ, მათ ცაზე სწრაფად მოძრავი, მოკაშკაშე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს.

ეკიპაჟის წევრებმა ამო-ს ვიდე კადრები ტელეფონის საშუალებით გადაიღეს.

“მე არასოდეს მინახავს ასე სწრაფად მოძრავი რამ”, აღნიშნა პილოტმა. “ეს არ იყო თანამგზავრი ან ვარსკვლავი. საბოლოოდ ის, წარმოუდგენლად სწრაფი სიჩქარით გაქრა. ის ჩვენთან ძალიან ახლოს იყო. მზის მიუხედავად იყო ძალიან ბრჭყვიალა”.