სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ თბილისის მიმართულებით უახლოესი რეისი გააუქმა Pegasus Airlines-მა. ავიაკომპანიას თბილისის მიმართულებით ფრენა საბიჰა გიგჩენის აეროპორტიდან 23:50 საათზე (ადგილობრივი დროით) უნდა შეესრულებინა. შესაბამისას გაუქმდა კომპანიის თბილისი-სტამბოლის რეისიც. როგორც ცნობილია თბილისის მიმართულებით (საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან) რეისი გააუქმა Turkish Airlines-მაც.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მორიგი ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე სულ 171 მგზავრი იმყოფებიდა. 52 მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.