საჰაერო ხომალდების უმსხვილესმა მწარმოებელმა Boing-მა Turkish Airlines-თვის 30 ერთეული სამგზავრო 787-9 Dreamliner-ის თვითმფრინავების მიწოდების დაწყებაზე განაცხადა.

30 თვითმფრინავიდან 6 ლაინერი თურქეთში უკვე 3 ივლისს იქნება. Boing-ის სასწავლო ფრენები ანტალია-სტამბოლის მარშრუტზე რამდენიმე თვეს გასტანს. ეკიპაჟის წევრები სპეციალური ინსტრუქტაჟის მიხედვით გადამზადდებიან.

უკვე ცნობილია, რომ Turkish Airlines-ი Dreamliner-ის ტიპის თვითმფრინავებით რეისებს მხოლოდ აეროპორტ “სტამბოლიდან” განახორციელებს.

წინასწარი მონაცემებით, ავიაკომპანია Dreamliner-ებით ფრენებს სტამბოლიდან მეხიკოს, ბალის, ატლანტასა და პანამას მიმართულებით განახორციელებს.