Turkish Airlines-ის ახალი აქცია ბიზნეს კლასით მგზავრობისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ბილეთის შეძენა შეღავათიან ფასად 4-10 სექტემბერსაა შესაძლებელი, ხოლო მოგზაურობა – 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 8 ივნისამდე.
როგორც ავიაკომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მაგალითად, თბილისი-ათენის მიმართულებაზე ბიზნეს კლასში ორმხრივი ბილეთის ფასი 599 ევროდან იწყება, ბათუმი-ქაიროს ორმხრივი ბილეთის ფასი კი 1599 ევროდან.
აქცია არ ვრცელდება რუსეთზე, ბელარუსსა და უკრაინაზე, ასევე არ მოიცავს დეკემბრისა და მარტის სადღესასწაულო პერიოდებს.