უმსხვილესი ესპანური ავიაკომპანია Air Europa და ნავთობქიმიური კორპორაცია Cepsa, მადრიდი-ჰავანას ყოველთვიური რეისისთვის ავიაკომპანიისთვის მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

Cepsa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების ფარგლებში საუბარია დაახლოებით 14,4 ტონა ბიოსაწვავის მიწოდებაზე, რომელიც წარმოებულია ორგანული ნარჩენებისგან და გამოყენებული სამზარეულოს ზეთებისგან. Air Europa-სთვის მიწოდებული SAF თვითმფრინავის საწვავის მთლიანი ავზის 2%-ი იქნება. ინიციატივა ხელს შეუშლის ატმოსფეროში დაახლოებით 50 ტონა CO2-ის გამოყოფას, რაც უდრის 575 ხის დარგვას.

ევროკავშირის მიერ შემუშავებული ახალი ReFuelEU საავიაციო წესების თანახმად, ავიაკომპანიებმა 2025 წლიდან უნდა გამოიყენონ 2% ბიოსაწვავი, შემდეგ კი 2030 წლისთვის გაზარდონ მისი 6%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის კი 70%-მდე. ამ გეგმის განხორციელებამდე კი Air Europa-ს რეისი მადრიდი-ჰავანა იქნება საცდელი ფრენები, სადაც SAF იქნება გამოყენებული.