თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლსა და თბილისს შორის ყოველდღიურად 3 სიხშირით აპირებს ოპერირებას. ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 21 სიხშირით განახორციელებს.
ხოლო რაც შეეხება სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებას, აღნიშნულ საჰაერო ხაზზე Turkish Airlines-ი კვირაში 4 სიხშირით აპირებს ოპერირებას. ავიაკომპანია ფრენებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ი სტამბოლიდან ფრენებს საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან და ასევე აეროპორტ “სტამბოლიდან” ასრულებს.