ბოლო თვეების განმავლობაში ევროპული ავიაკომპანიების ფლოტის ექსპლუატაციის ინტენსივობის მაჩვენებლებმა სტაბილურად ზრდა დაიწყო: იზრდება როგორც აქტიური ექსპლუატაციაში მყოფი თვითმფრინავების რაოდენობა, ასევე მათი კუმულაციური ფრენის დრო.

“მთლიანი ფლოტის დაახლოებით 91% ოპერირებას უკვე დაუბრუნდა. ეს შესანიშნავი სიახლეა ავიაკომპანიებისთვის და ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებისთვის”, – განაცხადა ანალიტიკური კომპანია Oliver Wyman-ის ვიცე-პრეზიდენტმა რობი ბურკმა.

მისი განმარტებით, ეს მაჩვენებელი ასახავს აქტიური ფლოტის წილს ბოლო სამი თვის განმავლობაში.

”ჩვენ ვხედავთ ფლოტის ექსპლუატაციის ინტენსივობის დაბრუნებას 2019 წლის საშუალო დონემდე”, – ამბობს ბურკი.