Turkish Airlines-ის უფასო ტურები კვლავ აქტუალურია. კომპანია სტამბოლში ჩასული ტურისტებისთვის, რომლებიც Turkish Airlines-ით მგზავრობენ და სტამბოლში გადახდომისთვის 6-ზე მეტი საათი აქვთ,  უფასო ტურებს შეთავაზებას და ამ მხრივ, სტამბოლის პოპულარიზაციას აგრძელებს.

ამ ტურების საშუალებით თქვენ შეგეძლებათ დაათვალიეროთ სტამბოლის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილები. რაც მთავარია, აღნიშნული ტურების ფარგლებში Turkish Airlines–ის წარმომადგენლები უფასო სადილით გაგიმასპინძლდებიან რესტორანში. ასევე ტურს თან ახლავს უფასო ინგლისურენოვანი გიდიც.

ასეთი შესანიშნავი და ორიგინალური წამოწყებით სარგებლობისათვის თქვენ პირველ რიგში ამ ავიაკომპანიით უნდა იფრინოთ. უფრო კონკრეტულად კი, თქვენ უნდა გიწევთ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მინიმუმ 6 საათით და მაქსიმუმ 24 საათით გადასაჯდომი პერიოდის გატარება. სწორედ ამ დროის გასაყვანად ინიშნება სტამბოლის დასათვალიერებელი ტურები, რაც მართლაც გაამარტივებს მოცდის საჭიროებას.

ტურების საათები ასეთი იქნება:

08:30 – 11:30

09:00 – 18:00

12:00 – 18:00

09:00 – 15:00

16:00 – 21:00

მასში მონაწილეობის მისაღებად საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ Turkish Airlines-ის ჰოტელ დესკთან უნდა მიბრძანდეთ სასურველი ტურის დაწყებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე.

მასალა მომზადებულია avia.ge-ს ინფორმაციის საფუძველზე.