2019 წლის ზაფხულის ბოლოს ბაკურიანში Rooms Hotel-ი გაიხსნება. სასტუმრო Rooms Kokhta, რომელიც მდებარეობს კურორტ კოხტა მიტარბში, პირველ დამსვენებლებს 2019 წლის ზაფხულის ბოლოსკენ მიიღებს. პროექტი “აჭარა ჯგუფის” მიერ შექმნილი ქართული ბრენდის – Rooms Hotels-ის ქსელის ნაწილია. მთის კურორტებზე დასვენების მოყვარულთათვის შექმნილი თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინერული კონცეფციით გამორჩეული ენერგო-ეფექტურისასტუმრო Rooms Kokhta გააერთიანებს: 95 ნომერსა და 70 აპარტამენტს; საკონფერენციო დარბაზს; რესტორანს, „ლაუნჯ” ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით; საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს და დამსვენებელთა მოთხოვნაზე მორგებულ სხვა სერვისებს.

“ამ პროექტის განხორციელებით საქართველო მსოფლიოში წამყვანი სამთო სათხილამურო კურორტების სტანდარტებს უფრო მიუახლოვდება” – განაცხადა „აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

სასტუმრო Rooms Kokhta კომპანია “ახალი მიტარბის” და “აჭარა ჯგუფის” ერთობლივი პროექტია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას “თიბისი ბანკი” და EBRD უწევს.