თურქული ავიაკომპანია Türk Hava Yolları (Turkish Airlines) 17 მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც  THY-ის პრესსამსახურში აცხადებენ, ფასდაკლება შეეხება როგორც ცალმხრივ ასევე ორმხრივ ავიაბილეთებს და თბილისთან ერთად ვრცელდება ბათუმის მიმართულებაზეც.

აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 20 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 1-ლი ნოემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში დაიგეგმოს.

თბილისის და ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთების ფასები 139 დოლარიდანაა.