უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი აპირებს ევროპაში შვილობილი ავიაკომპანია დააფუძნოს. სად და როდის დარეგისტრირდება ახალი ავიაკომპანია ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ეს იქნება არა მხოლოდ SkyUp Airlines-ის​ წარმომადგენლობითი ოფისი, არამედ ცალკე იურიდიული პირი საკუთარი სერთიფიკატებითა და ლიცენზიებით, თვითმფრინავებითა და პერსონალით.

გარდა ამისა, SkyUp Airlines-ი გეგმავს ფრენების დაწყებას ახალი ტუროპერატორისთვის Join UP! Romania. ფრენები განხორციელდება პოპულარული მიმართულებებით: ეგვიპტე, თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია.