თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 2021 წლის ბოლომდე ეკიპაჟის წევრებისა და სახმელეთო პერსონალისთვის ხელფასების მკვეთრ შემცირებას გეგმავს. არსებული ინფორმაციის თანახმად, Turkish Airlines-ი პილოტებს ხელფასს 50%-ით, ბორტგამყოლებს 35%-ით შეუმცირებს, ხოლო დანარჩენ პერსონალს 30%-ით. ავიაკომპანიის მენეჯმენტი ხელფასების შემცირებას და არსებული სახელფასო ფონდის გადახედვას 2021 წელს ორ ეტაპად აპირებს. 

უნდა აღინიშნოს, რომ Turkish Airlines-ი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომელიც COVID-19-ის პანდემია ძლიერ დააზარალა.