Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით სტამბოლის გარდა ანკარადანაც შეასრულებს რეისებს.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” განმარტებით, Turkish Airline ანკარა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარული რეისების შესრულებას 18 იანვრიდან დაიწყებს.
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing 737 – 800 ტიპის ხომალდებით, ანკარას, ესენბოღას აეროპორტში შესრულდება.
დღეისათვის, თურქეთის ავიახაზები ყოველდღიურ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის, ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტების მიმართულებით ასრულებს.