2018 წლის ნოემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 120 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში – 163 ლარი დაფიქსირდა.

PMCG-ის ინფორმაციით, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ნოემბერში 221 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი კახეთში – 277 ლარი დაფიქსირდა

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ნოემბერში 489 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 608 ლარი შეადგინა, აჭარაში – 474 ლარი, კახეთში – 368 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 365 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების2 საშუალო ფასმა ნოემბერში 63 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში – 110 ლარი დაფიქსირდა.