თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) საერთაშორისო ავიარეისების აღდგენის ახალი კალენდარი გამოაქვეყნა. 

განახლებულ კალენდარში უკვე თბილისიცაა. ირკვევა, რომ Turkish Airlines–ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენების აღდგენას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. აღნიშნულ მარშრუტზე ავიაკომპანია ოპერირებას კვირაში 7 სიხშირით გეგმავს. 

უფრო დეტალურად, თუ რა მიმართულებებზე განაახლებს Turkish Airlines–ი ფრენებს და როდიდან იხილეთ აქ:

შეგახსენებთ, რომ საქართველო 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება. თუმცა ამ დროისთვის მთავრობას არ გამოუქვეყნებია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთანაც პირველ ეტაპზე საზღვრებს ხსნის.