თურქული ავიაკომპანიები თურქეთ-საქართველოს შორის სიხშირეების რაოდენობას ზრდიან. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Turkish Airlines-ი 15 იანვრამდე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ხოლო 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი კვირაში 7 სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლსა და თბილისს შორის სიხშირეების ზრდაზე განაცხადა თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მაც.
11 თებერვლიდან Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.