ავიაკომპანია Emirates-ის შეთავაზებაა დუბაი COVID-19-ის ვაქცინების ლოგისტიკური ცენტრი გახდეს და სწორედ დუბაიდან უზრუნველყოს მათი სხვა ქვეყნებში ყოველდღიური განაწილება.

Le Figaro-ს ინფორმაციით, ყოველდღიური მიწოდებისთვის ავიაკომპანია გამოიყენებს, როგორც სატვირთო ისე სამგზავრო თვითმფრინავების ფლოტს.

”იდეა მდგომარეობს ქვეყნების ყოველდღიური მომარაგებაში, რომლებსაც ეს ვაქცინები დასჭირდებათ, რადგან ზოგიერთ მათგანს მათი შენახვა არ შეუძლია”, – განმარტა Emirates-ის სატვირთო განყოფილების უფროსის მოადგილემ ნაბილ ალ-მორმა.