Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ კალჰუნის განმარტებით, კონცერნი $12 მლრდ-იანი ზარალის მიუხედავად, ახალი NMA (New Midsize Aircraft) თვითმფრინავის განვითარებას განაგრძობს, რომელსაც Boeing 797 ეწოდება.

NMA პროექტი, რომელიც Boeing-ის მიერ ბოლო წლებში ვითარდებოდა, გასული წლის დასაწყისში COVID-19 პანდემიის გამო შეჩერდა.

ამასთან, საავიაციო კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ Boeing-ი ამჟამად დიდ პროგრესს განიცდის ახალი თვითმფრინავების დიზაინსა და წარმოებაში და ასევე ინვესტიციებს ახორციელებს  მომავალის ტექნოლოგიებში..

კალჰუნმა განმარტა, რომ კომპანია მოწოდებულია მომხმარებელს “მართლაც დიფერენცირებული პროდუქტი შეთავაზოს”.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Boeing-ს პროექტის განხორციელება წლის ბოლოსთვის შეუძლია და 2026 წლისთვის ხომალდს ექსპლუატაციაში შეიყვანს.

NMA საშუალო კლასის 270 ადგილზე გათვლილი თვითმფრინავი იქნება, რომლის ფრენის ხანგრძლივობა 11 საათზე იქნება გათვლილი.

NMA კონკურენციას გაუწევს Airbus A321neoXLR-ს. თვითმფრინავს, რომლის Boeing-ში ამჟამად ალტერნატივა არ აქვს.

Dreamliner-ის მსგავსად, Boeing 797 აგებული იქნება კომპოზიციური მასალებისგან, მაგრამ მას ექნება სრულიად ახალი ძრავები.

Boeing-ი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი $12 მილიარდი ზარალით დაასრულა და 777X პროგრამა კიდევ სამი წლით გადადო.

ანალიტიკოსების ვარაუდით, Boeing-სა და Airbus-ს შორის მწვავე კონკურენცია Boeing-ს აიძულებს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ახალი თვითმფრინავების წარმოებასა და ტექნოლოგიების განვითარებას.