თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თურქეთის ტურისტული ცენტრებიდან, ყოველდღიური, საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობას ზრდის. თურქეთის ეროვნული ავიაგადამზიდავის ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე წელს საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობას 18%-ით გაზრდის.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Turkish Airlines-ი კვირის განმავლობაში 26 საერთაშორისო მიმართულებაზე დამატებით 98 რეისს განახორციელებს. საუბარია დამატებით ავიარეისებზე ანტალიიდან, იზმირიდან, დალამანიდან და ბოდრუმიდან შესრულებაზე.