ევროპის N1 ავიაკომპანია Ryanair-მა თავის უმსხვილეს პარტნიორ Aviomar Flight Academy-სთნ ერთად ტრენინგი გამართა. სამენტორო პროგრამამ დაინტერესებულ პირებს რომში უმასპინძლა.
პროგრამა ავიაკომპანიას გადამზადებული და მაღალპროფესიონალური პილოტების მოზიდვასა და ევროპაში მათი რაოდენობის ზრდაში დაეხმარება.
პროგრამა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და ტრენინგები პილოტებს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ სტანდარტს, რომლის თანახმადაც ისინი მზად არიან შეუერთდნენ Ryanair Boeing 737-ის რეიტინგულ პროგრამას.
პილოტებს ტრენინგებს Aviomar Flight Academy-ს ინსტრუქტორები Ryanair-ის პროცედურების შესაბამისად გადაამზადებენ, რადგან ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ Ryanair-ის პილოტობისკენ.
კურსის განმავლობაში 4/5 წლის განმავლობაში აკადემია ევროპის მასშტაბით 400 ახალ პილოტს გადაამზადებს. ტრენინგების განმავლობაში ახლად გაწვრთნილი კარიერას Ryanair–ში 2022 წლიდან დაიწყებენ.
Ryanair-ის ოპერაციების დირექტორი ნილ მაკმაონის თქმით, ტრენინგების მიზანია უმაღლესი სტანდარტებით მაღალი კლასის მფრინავების მომზადებაა. მაკმაონი იმედოვნებს, რომ აკადემიის შეთავაზებით ბევრი მსურველი ისარგებლებს.