Turkish Airlines-ი (THY) ცდილობს, რომ ფრენისას ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეუქმნას კომფორტი. ამ მიზნით THY-მა პატარა მგზავრებისთვის სპეციალურად შექმნა სამგზავრო ნაკრები, რომელიც აერთიანებს საძილე ნიღაბს, ყურსასმენს, კბილის ჯაგრისსა და პასტას. იმისათვის, რომ ბავშვებმა ხანგრძლივი მოგზაურობისას არ მოიწყინონ და დრო სასიამოვნოდ გაატარონ, ავიაკომპანია მათ სპეციალურ წიგნებს და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ჩუქნის.

Turkish Airlines-ში განმარტავენ, რომ 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის მომზადებულია ორი სახის ნაკრები: “ღრუბელი” და “კანგალი” (ანატოლიური ნაგაზი)

ნაკრები “კანგალი” მოიცავს ასევე, ზურგჩანთას, რომელსაც ბავშვები ფრენის შემდეგაც თავისუფლად გამოიყენებენ.

22 ივნისიდან, საბავშვო ნაკრები გრძელმაგისტრალურ რეისებზე გადაეცემა ყველა ბავშვს.