წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მლრდ აშშ დოლარია, (ზრდა +9.8%) რაც 101 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  2019 წლის მაისის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მლნ აშშ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მლნ აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მაისთან შედარებით.

“ის, რომ საქართველოში თვიდან თვემდე მატულობს უცხოელი ტურისტების რაოდენობა, ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არის. ძალიან სასიხარულოა რომ იზრდება მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობაც და შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. ჩვენი მარკეტინგული კამპანიის მიზანია ავითვისოთ ახალი ტურისტული ბაზრები და საქართველოში უფრო მეტი მაღალმხარჯელუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან”, აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.