IATA-ს მონაცემებით, Turkish Airlines მსოფლიოში მესამე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა „ქსელის ავიაკომპანიებს“ შორის საერთაშორისო სამგზავრო ბაზრის წილით. 2024 წელს მაჩვენებელი 3,4 პროცენტია. THY შვილობილი Turkish Cargo ასევე გლობალურად ბაზარზე 5,7%-იანი წილით მესამე ადგილზეა.

Turkish Airlines-ის (THY) აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ სოციალურ ქსელში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებს სპეციალური პოსტიც მიუძღვნა.

„THY მაღლა დაფრინავს. მსოფლიოში მე-3 ადგილი არც ისე ცოტაა. THY მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს საერთაშორისო სამგზავრო მოცულობისა და ტვირთების ბაზრის წილის მიხედვით. 2012 წელს მგზავრებში მე-13 და ტვირთის მხრივ 26-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი მე-3 ადგილზე ვართ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით“, – დაწერა ეკშიმ.