რიგის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 890,8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში მგზავრთნაკადმა 433 ათასი მგზავრი შეადგინა. ყველაზე მეტი მგზავრი, ანუ 41%, გადაჰყავდა ლატვიის ეროვნულმა ავიაკომპანია airBaltic-მა, 35% ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა.

ფრენების დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში იყო 75%.

აეროპორტის მიერ გატარებული ტვირთბრუნვა წლის დასაწყისიდან 20%-ით გაიზარდა და 3 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. იანვარ-თებერვალში შესრულებული ფრენების რაოდენობა 8,3%-ით გაიზარდა და 8 638 ათასი შეადგინა.

მთლიანობაში რიგის აეროპორტი წელს 7,4 მილიონი მგზავრის მომსახურებას გეგმავს, რაც 4%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გასულ წელს სამგზავრო მიმოსვლამ 7,12 მილიონი მგზავრი შეადგინა (2023 წელთან 7%-იანი ზრდა).

რიგის საერთაშორისო აეროპორტი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აეროპორტი და ის უდიდესია ბალტიისპირეთის ქვეყნებში.