თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა საბოლოოდ დახურა პროექტი “მფრინავი შეფ-მზარეული”, რომელიც ბიზნეს-კლასში დანერგილ სერვისს წარმოადგენდა. 

აღნიშნული პროექტის რეალიზება ავიაკომპანიამ შვილობილ ქეითერინგ კომპანია Turkish Do & Co-თან ერთად განახორციელა.

სპეციალური მომზადების მქონე შეფ-მზარეულები თვითმფრინავის ბორტზე რესტორნის ატმოსფეროს ქმნიდნენ და მგზავრთა განწყობაზე ზრუნავდნენ.

ისინი იღებდნენ შეკვეთებს, ყვებოდნენ მენიუს შესახებ, იძლეოდნენ რეკომენდაციებს და ასე შედეგ. 

ფრენებზე დაშვებამდე მზარეულებმა სტამბულის აეროპორტში ინტერიერში, Do & Co-ს ბაზაზე სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რომელიც ნამდვილი საჰაერო ხომალდის სალონს ჰგავდა.

ვინაიდან ყველა კერძი ადგილზე, არსებულ კვების ობიექტის საწარმოში მზადდება, შეფ-მზარეულებს კერძების პირდაპირ ჰაერში მომზადება აღარ უწევდათ.

თავდაპირველად, შეფის ფორმაში გადამცული ადამიანები მუშაობდნენ Turkish Airlines-ის ბიზნეს-კლასში, როგორც საშუალო, ისე გრძელ მაგისტრალურ რეისებზე, თუმცა 2020 წლის დასაწყისში პერსონალის ნაწილი გაათავისუფლეს და შეფ-მზარეულები მხოლოდ შორმაგისტრალურ რეისებზე ახდენდნენ საკვების მიწოდებას.