თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მინსკში ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეების ტრანსპორტირებას აღარ მოახდენს, აცხადებენ პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში. 

“Turkish Airlines-მა დაადასტურა, რომ მინსკალმდე ბორტზე აღარ აუშვებს ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს, გარდა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა“ – დაწერა Twitter-ზე პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა იაკუბ კუმოჰმა.

როგორც ცნობილია, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე მიგრაციული კრიზისი ნოემბრის დასაწყისში გამწვავდა. მიგრანტთა კოლონა საზღვარს ბელორუსის ტერიტორიის მხრიდან მიუახლოვდა, ზოგიერთმა მათგანმა ღობის გარღვევა სცადა. ლტოლვილები ძირითადად აღმოსავლეთიდან არიან.

ბელორუსი მესაზღვრეები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული სიტუაცია ვარშავის “გულგრილობისა და არაადამიანური დამოკიდებულების” გამო შეიქმნა. თავად პოლონეთი, ისევე როგორც ევროკავშირის არაერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა ბელორუსული მხარის მიერ და საუბარია „ჰიბრიდულ“ თავდასხმაზე. მინსკი კი თავის მხრივ ბრალდებებს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ უცხოური მედია აქტიურად წერს, რომ Turkish Airlines-ს ევროკავშირის საზღვარამდე მიგრანტების ტრანსპორტირებისთვის, შესაძლოა სანქციები დაწესდეს.