ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაგადამზიდავმა Air France-მ ყოველდღიური გათამაშება დაიწყო.

“მიიღეთ მონაწილეობა Air France -ის ყოველდღიურ გათამაშებაში და არ გაუშვათ შანსი მოიგოთ მთავარი პრიზი-ორმხრივი ავიაბილეთი პარიზში!”, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გაკეთებულ განმარტებაში. 

გათამაშება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის ფარგლებში უნდა განალაგოთ ბარგი სწორად თვითმფრინავების მიხედვით, რომელის მიფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს და დააგროვოთ ველაზე მეტი ქულა. 

მეორე ეტაპის ფარგლებში უნდა შეავსოთ ანკეტა და შეინახოთ თქვენი შედეგი.

მესამე – მიიღეთ მონაწილეობა საპრიზო გათამაშებაში. 

გათამაშების ლინკი:

კამპანიის  Air France -ის ბარგის აქციის დეტალური  აღწერა:

კამპანიის დამკვეთია Air France -ის წარმომადგენელი ოფისი “SOCIETE AIR FRANCE” . კამპანიის ორგანიზატორი და კონტრაქტორი არის OV JOZEFOV და Apg Georgia კერძო მეწარმე კამპანიის ფარგლებში კონკურსანტი მონაწილეობს გათამაშებაში, რომელიც გულისხმობს ბარგის სწორად დალაგებას, რათა დააგროვოს მაქსიმალური ქულები და მოიგოს ჯილდო. ჯილდოს წარმოადგენს Air France -ის  ეკონომ კლასის ორმხრივი ავიაბილეთი პარიზის მიმართულებით (ერთი მგზავრისთვის) 

კამპანია ჩატარდება 2021 წლის 8  ნოემბრიდან 2021 წლის 28 ნოემბრის  ჩათვლით. კამპანიის თარიღები შესაძლოა  შეიცვალოს,  ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ორგანიზატორის მიერ, შემდეგ საიტებზე: ge.gameaf.com  ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  1. ამ კამპანიის მონაწილე შეიძლება გახდეს, ნებისმიერი 18 წელზე ზემოთ ქმედუნარიანი პირი, რომელიც რეგისტრირებულია და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საქართველო.
  2. ამ კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მიუხედავად, მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისა.
  3. ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ თანამშრომლებს, წარმომადგენლებს, ორგანიზატორის შვილობილ კომპანიებს და მათი ოჯახის წევრებს.
  4. მონაწილეობას ასევე ვერ მიიღებენ, ამ კამპანიაში ჩართული მფლობელები, სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლები, პარტნიორები და მათი ოჯახის წევრები.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კამპანიაში?

1. იმისათვის, რომ გახდეთ კამპანიის მონაწილე და მოითხოვოთ ჯილდო, აუცილებელია, პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს ამ წესებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, დაიწყოს თამაში ღილაკ “Initiate”-ზე დაწკაპუნებით შემდეგ ბმულზე https://prnt.sc/1vpsgrg . მას შემდეგ, რაც მონაწილე დააგროვებს საკმარისი რაოდენობის ქულებს ან გამოისყიდის ხუთ მცდელობას, ეს შედეგები უნდა შეინახოს შემდეგ ვებსაიტზე  https://prnt.sc/1vpsmm8 . ამის შემდგომ, მონაწილემ უნდა შეავსოს ფორმა და შეამოწმოს თავისი  ელექტრონული ფოსტა.

ზოგადი წესები და პირობები

  1. „Air France Bagage Pro Georgia“ კამპანია ( შემდგომში მოხსენიებული, როგორც კამპანია) ხორციელდება Air France -ის სერვისების სარეკლამო კამპანიის ფარგლებში.
  2. ფორმის შევსებით, თქვენ ხდებით ამ კამპანიის მონაწილე და ეთანხმებით წინამდებარე  წესებსა და პირობებს.
  3. კამპანია იწყება 2021 წლის 8 ნოემბერს (10:00 საქართველოს დროით) და გაგრძელდება 2021 წლის 28 ნოემბრის  (23:00 საქართველოს დროით) ჩათვლით. რეგისტრაცია და თამაშში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 8 ნოემბრიდან (საქართველოს დროით 10:00 საათამდე) 2021 წლის 28 ნოემბრის  ჩათვლით (საქართველოს დროით 23:00 საათამდე). გამარჯვებული გამოვლინდება ორგანიზატორის მიერ 2021 წლის 29 ნოემბერს , ხოლო შეტყობინება განხორციელდება 2021 წლის 30 ნოემბერს. კამპანიის თარიღები შესაძლოა  შეიცვალოს,  ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ორგანიზატორის მიერ, შემდეგ საიტებზე: ge.gameaf.com  
  4. მონაწილე, რომელიც  დააგროვებს  მაქსიმალურ  ქულას გახდება გამარჯვებული. 
  5. მონაწილემ, თავისი მოგზაურობა უნდა დაიწყოს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან. თუ მონაწილე ცხოვრობს სხვა ქალაქში, თავად უნდა უზრუნველყოს ტრანსფერი აეროპორტამდე.
  6. გამარჯვების შემთხვევაში მონაწილე მიიღებს შეტყობინებას ავიაკომპანია Air  Franceსგან  მოკლე ტექსტური შეტყობინების ან  სატელეფონო  ზარის საშუალებით. 
  7. თუ გამარჯვებული არ უპასუხებს ავიაკომპანიის ზარს, ან გამარჯვებულს თავის მობილურ ტელეფონზე ავტო მოპასუხის რეჟიმი ექნება ჩართული,  ავიაკომპანია Air France -ს ან ორგანიზატორს შეუძლია აირჩიონ სხვა გამარჯვებული.
  8. ავიაკომაპანია Air France-სა  ან ორგანიზატორს აქვთ  უფლება მოითხოვონ წერილობითი დადასტურება გამარჯვებულისგან, მისი საცხოვრებელი ადგილისა და ასაკის შესახებ.  
  9. ავიაკომპანია Air France-მა შეიძლება არ მიიღოს მონაწილის მიერ წარმოგენილი ფორმა, თუ ის არ შეესაბამება არსებულ წესებს.
  10. ავიაკომპანია Air France და ორგანიზატორი  არ იღებენ პასუხისმგებლობას ტექნიკურ პრობლემებზე, რომლის შედეგადაც  შეიძლება დაზიანდეს ან სრულად არ იქნეს ასახული  ფორმაში მითითებული ინფორმაცია ან თვითონ ფორმა.
  11. ყველა გადაწყვეტილება რომელიც მიღებული იქნება Air France-ის მიერ  არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  12. Air France-ს აქვს ექსკლუზიური უფლება შეცვალოს ჯილდოს გადაცემის  დრო და პირობები, აგრეთვე თვითონ ჯილდო. ყველა ასეთი ცვლილება იქნება გამოქვეყნებული ge.gameaf.com  
  13. ინფორმაცია დაჯილდოვების ცერემონიის და ჯიდლოს შესახებ

 ჯილდოს წარმოადგენს Air France -ის  ეკონომ კლასის ორმხრივი ავიაბილეთი პარიზის მიმართულებით( ერთი მგზავრისთვის). მოგზაურობა უნდა დაიწყოს თბილისიდან (შოთა რუსთაველის სახელობის  აეროპორტი).

  1. ავიაბილეთი დაიჯავშნება გამარჯვებულის მოთხოვნების შესაბამისად  და შესაძლებლობების მიხედვით.
  2. ზოგადი წესები და პირობები გამოქვეყნდება გადამყვანის ოფიციალურ საიტზე www.aifrance.ge   და  შესაბამისობაში იქნება ავიაბილეთთან, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულს.  
  3. მოგებული  ავიაბილეთი დაიჯავშნება კონკრეტულ რეისზე  იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულისთვის სასურველ თარიღზე იქნება  ხელმისაწვდომი შესაბამისი კლასის თავისუფალი ადგილები. 
  4. ავიაბილეთი უნდა დაიჯავშნოს   2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
  5. მას შემდეგ რაც ავიაბილეთი დაიჯავშნება  მასში ცვლილებების შეტანა  შეუძლებელი იქნება. 
  6. გამარჯვებულმა მოგზაურობა უნდა დაიწყოს და დაამთავროს  შოთა რუსთაველის საერთაშორისო  აერპორტში (თბილისი, საქართველო).
  7. რეისი აუცილებლად უნდა შეასრულოს ავიაკომპანია  Air France-მა.
  8. ჯილდო გადაეცემა პირადად  გამარჯვებულს, მისი გადაცვლა ფულად ჯილდოზე ან მესამე პირზე  შეუძლებელია. 
  9. ჯილდოს მიღება შეუძლია  ნებისმიერ 18 წელზე ზემოთ ქმედითუნარიან პირს რომელიც რეგისტრირებულია და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს საქართველო.
  10. გამარჯვებული  პირი პასუხისმგებლობას იღებს  გადაიხადოს მოგებულ ავია ბილეთთან დაკავშირებული დამატებითი მოსაკრებლები. 
  11. გამარჯვებული  პირი პასუხისმგებელია მოგზაურობისთვის საჭირო ყველა საბუთის და ვიზის მიღებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.
  12. ავიაკომპანია Air France-სი არ არის პასუხისმგებელი მგზავრობასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებსა და მოგებული ბილეთის არასათანადო გამოყენებაზე.
  13. Air France -სი არ იღებს პასუხისმგებლობას ნაკისრი ვალდებულებების არასათანადო შესრულებაზე თუ ის გამოწვეულია მესამე მხარის ქმედებების ან ფორსმაჟორის შედეგად .   

გამარჯვებული პირის და კამპანიის ორგანიზატორის პასუხისმგებლობები, უფლებები და მოვალეობები:   ავიაკომპანია Air France-სი და კამპანიის ორგანიზატორი არ იღებენ პასუხისმგებლობას : 

  1. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ,  ( ვალდებულებების არაკეთელისინდისიერად შესრულებისას).
  • თუ გამარჯვებული არ მიიღებს მოგების შესახებ შეტყობინებას მცდარი ინფორმაციის(მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართის) მიწოდების გამო;
  • ფოსტის ან გადამზიდველის გაუმართავი მუშაობის გამო.
  • მობილური ოპერატორების , მონაწილის ინტერნეტ პროვაიდერის და სხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო, რამაც შეუძლებელი გახადა ორგანიზატორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 
  • მონაწილის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის და მონაცემების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ლეგიტიმურობის შესახებ.
  • ნებისმიერი გარემოების ან გამარჯვებულის ქმედება/უმოქმედობის გამო რის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ჯილდოს მიღება.
  • გამარჯვებულისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის რომელის გამოწვეულია ჯილდოს და წესების არასწორად გამოყენებით.
  • გამარჯვებულისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ზარალი გამოწვეული იყო კამპანიის ორგანიზატორის მიერ.
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი     ფორსმაჟორული გარემოებებისას.

 დამატებითი ინფორმაცია:

  1. აღნიშნულ კამპანიაში კონკურსანტს მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
  2. ავიაკომპანია Air France-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის მიერ ამ კამპანიის დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ.

        წესები გამოქვეყნებულია საიტზ www.airfrance.ge    

  • ავიაკომპანია Air France-ს უფლება აქვს მოახდისნოს ნებისმიერი მონაწილის დისკვალიფიკაცია რომელიც ეჭვმიტანილი იქნება თაღლითობაში.