THY მგზავრებს ულიმიტო შეტყობინებებს სთავაზობს. Turkish Airlines-ი (THY) თავის მგზავრებს სთავაზობს შეუზღუდავი შეტყობინებების ვარიანტებს საერთაშორისო ფრენებზე.
2011 წლიდან კომპანია მუდმივად აუმჯობესებს ინტერნეტ სერვისს, რომელიც ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპანია ფრენის დროს მგზავრებს სთავაზობენ მაღალი ხარისხის ინტერნეტს.
აპრილიდან Turkish Airlines-ი მგზავრებს უფასო ყველა საერთაშორისო ფრენებზე ულიმიტო შეტყობინებების სერვისებს შესთავაზებს WhatsApp-ის, Messenger-ის, iMessage-ის და მსგავსი აპლიკაციების საშუალებით.
THY-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ აღნიშნა, რომ თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია მრავალი წელია ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს.
მისი თქმით, კიდევ ერთი ინოვაცია იყო ფრენების დროს შეტყობინებების უფასო და შეუზღუდავი გაცვლის შესაძლებლობა.
”ჩვენს მგზავრებს შეეძლებათ თავი იგრძნონ თავიანთ ოჯახთან და მეგობრებთან, გაცვალონ შეტყობინებები მათთან ცაშიც კი,” – დასძინა მან.