Accor მსოფლიოში ლიდერი სასტუმროების ჯგუფი, აცხადებს თანამშრომლობას ლიდერ ქართულ დეველოპერულ კომპანია არქისთან, რათა საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე 2028 წელს პირველი Mövenpick-ის სასტუმრო გახსნას.

Mövenpick Kobuleti გთავაზობთ შვეიცარიული სტანდარტის სტუმართმოყვარეობას, მაღალი დონის გასტრონომიას, საინტერესო საოჯახო შეთავაზებებს, საბავშო სივრცეებს და დამატებით პრივილეგიებს Mövenpick Family ბრენდის პროგრამისა და გლობალური ALL – Accor Live Limitless ლოიალობის პროგრამის წყალობით.

„მოხარულები ვართ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე წარმოგიდგინოთ ჩვენი პრემიუმ შვეიცარიული ბრენდი Mövenpick. ქობულეთი საოჯახო დასვენებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ითვლება. ქობულეთში არის რბილი სუბტროპიკული კლიმატის უნიკალური კომბინაცია, სუფთა კარგად მოვლილი სანაპიროები და უძველესი არქიტექტურული ძეგლები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ კურორტს გვერდს ვერ ავუვლიდით. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი სასტუმროს გახსნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კურორტის პოპულარიზებაში, როგორც საერთაშორისო მოგზაურებში, ისე ადგილობრივებში. მთელი რეგიონის მასშტაბით საქართველო გამოირჩევა ტურიზმის პერსპექტიულობით და Accor-ის მიზანია საქართველოში დაიკავოს წამყვანი პოზიცია. მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი პარტნიორის – არქის მიმართ ნდობისთვის და მოუთმენლად ველით ამ მშვენიერი პროექტის განხორციელებას“, – აღნიშნავს Accor New East Europe-ის COO ალექსის დელაროფი.

ახალი სასტუმრო დაიკავებს რამდენიმე სართულს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაში, რომელიც კეთილმოწყობილი სანაპიროდან ფეხით სავალ მანძილზეა. კურორტი ქობულეთი იდეალურია კომფორტული, საოჯახო დასვენებისთვის გრძელი სანაპირო ზოლის, სუფთა ჰაერისა და მინერალური წყლების დამსახურებით. ქობულეთი ასევე საუკეთესო ადგილია მოგზაურებისთვისაც, რომლებიც უპირატესობას სპორტულ აქტივობებს ანიჭებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ პარაპლანით, წყლის თხილამურებით, პადლ სერფინგით, კაიაკინგითა და ფლაიბორდინგით.

ექსკლუზიური Mövenpick Kobuleti 120 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს მოიცავს, სტანდარტული ორადგილიანი ნომრიდან ლუქსის ჩათვლით. სასტუმრო მორგებულია დამსვენებლების კომფორტზე და მოიცავს რესტორანს მაღალი კლასის სამზარეულოთი, კოქტეილ ბარსა და სუში ბარს, თანამედროვე სპორტულ დარბაზს, ორ საცურაო აუზს და გამაჯანსაღებელ ცენტრს. სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად მოეწყობა ტრადიციული შოკოლადის საათი, რომლის განმავლობაშიც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ შოკოლადისგან დამზადებული უგემრიელესი დესერტები და Mövenpick-ის ხელნაკეთი ტკბილეული. ხოლო Mövenpick Family-ის პროგრამა ითვალისწინებს გასართობ აქტივობებს საბავშვო კლუბში და სპეციალურ მენიუს ბავშვიანი ოჯახებისთვის.

„არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. გარდა საცხოვრებელი კომპლექსებისა, გასული წლების განმავლობაში აქტიურად ვართ დაკავებული ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების მშენებლობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და კურორტზე. როდესაც ქობულეთის პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, აშკარა გახდა, რომ სასტუმროს მასშტაბურობისა და მრავალი უპირატესობის გამო პრემიუმ კლასის ბრენდთან პარტნიორობა გვჭირდებოდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ Accor-თან, სასტუმროების მსოფლიოს ლიდერ ჯგუფთან და გავაერთიანოთ ჩვენი გამოცდილებები იმისთვის, რომ შევქმნათ პრემიუმ სტანდარტის სასტუმრო. ჩვენ გვჯერა, რომ Mövenpick ქობულეთში გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო Accor-ის ერთგული მომხმარებლისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის“, – ამბობს Archi Hospitality-ის დირექტორი ლაშა სილაგაძე.

სასტუმროს მოსახერხებელი მდებარეობა Mövenpick Kobuleti-ის სტუმრებს საშუალებას მისცემს მხოლოდ 15 წუთის სავალ მანძილზე მოინახულონ პეტრა – სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული ციხე-ქალაქი, რომელიც აკავშირებს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონებს, მტირალას ეროვნულ პარკი – საქართველოს ერთ-ერთი უიშვიათესი და მრავალფეროვანი ბუნებრივი ნაკრძალი, რომლის საერთო ფართობი თითქმის 16000 ჰექტარია და სასტუმროდან მანქანით მხოლოდ ერთი საათის სავალზე მდებარეობს. სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა უამრავი კაფე, რესტორანი, მაღაზია, ბანკომატი და ბანკი.

Mövenpick Kobuleti-ის გახსნა 2028 წელს იგეგმება.

ACCOR-ის შესახებ
Accor მსოფლიოში ლიდერი სასტუმროების ჯგუფია, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანაში 5 400 სასტუმროს, 10 000 საკვებ ობიექტს, გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და მოქნილ სამუშაო სივცრეებს ფლობს. ჯგუფს აქვს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სასტუმროების ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ პრემიუმ, ეკონომ და Ennismore-ის ფარგლებში lifestyle ბრენდს. Accor დიდ ყურადღებას უთმობს ბიზნესის ეთიკისა და კეთილსინდისიერების, პასუხისმგებლიანი ტურიზმის, მდგრადი განვითარების, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინკლუზიურობის საკითხებს. 1967 წელს დაარსებული Accor SA-ს სათავო ოფისი მდებარეობს საფრანგეთში და საჯაროდ არის წარმოდგენილი Euronext Paris-ზე (ISIN კოდი: FR0000120404) და OTC Market-ზე (Ticker: ACCYY) შეერთებულ შტატებში.