თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) ივლისში 5,5 მლნ მგზავრს მოემსახურა. ივლისში ავიაკომპანიის დატვირთულობის კოეფიციენტი გაიზარდა და 71,2%-ი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად ივლისში საერთაშორისო რეისების დატვირთულობა 69%-ის დონეზე იყო, ხოლო შიდა რეისების დატვირთულობა 83,1%-ის დონეზე.
მიმდინარე წლის ივლისში Turkish Airlines- ის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.5%-ით გაიზარდა და 162 208 ტონა შეადგინა.
იანვარ-ივლისში THY-ის მგზავრთნაკადმა დაახლოებით 20.1 მლნ შეადგინა, ხოლო დატვირთულობის კოეფიციენტმა 64.4 %-ი. იანვარ-ივლისში ავიაკომპანიის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ფრენებზე დატვირთულობის მაჩვენებელი 62.5%-ით განისაზღვრა, ხოლო შიდა რეისებზე – 76.1%-ით.
იანვარ-ივლისში ავიაკომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა 26%-ით 1მლნ 73 ათას 632 ტონა შეადგინა.