ავიაკომპანია Turkish Airlines-ი გეგმავს, რომ კორპორაცია Boeing-ს კომპენსაცია მოსთხოვოს. მიზეზი კი 737 MAX-ების გაჩერების გამო მიღებული ეკონომიკური ზარალია. Reuters-ის ინფორმაციით, პარასკევს, Turkish Airlines-ი ხელმძღვანელი ილკერ აიჩი კორპორაცია Boeing-ის მენეჯმენტს შეხვდება. Turkish Airlines-ი დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომპენსაციაზე გადაწყვეტილება ზაფხულამდე იქნება მიღებული.
Turkish Airlines-ის ავიაპარკი დღეისათვის 12 ერთეულ 737 MAX-ს აერთიანებს.
როგორც ცნობილია Turkish Airlines-მა სხვა ავიაკომპანიების მსგავსად Boeing 737 MAX 8-ით ფრენები მარტიდან შეაჩერა, რაც თავის მხრივ ეთიოპიაში ჩამოვარდნილ Boeing 737 MAX 8-ს უკავშირდებოდა. მაშინ, ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი გარდაიცვალა.