Turkish Airlines-ი ავიაპარკში თვითმფრინავების რაოდენობის 500-მდე გაზრდის. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშმა გააკეთა. ამ დროისათვის Turkish Airlines-ი საჰაერო ხომალდების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში მეათეა, ხოლო მგზავრთნაკადიდან შემოსავლების მხრივ მე-13 პოზიციაზეა.
ავიაკომპანია რეისებს 124 ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს. 2018 წლის მონაცემებით, Turkish Airlines-ის თვითმფრინავების დატვირთულობამ 80%-ი შეადგინა. კომპანიის მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ 2019 წელს ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება ავიაპარკში თვითმფრინავების 500-მდე ზრდას, ეს ავიაკომპანიის გეგმებშია, რომელსაც 2023 წლისთვის განახორციელებს.