LOT Polish Airlines-ი ახალ მიმართულებას ამატებს. 2019 წლის ნოემბრიდან ავიაკომპანია კოლომბოს მიმართულებით იწყებს რეისებს. როგორც საქართველოში LOT Polish Airlines-ის  ოფიციალურ წარმომადგენლობაში – LOT Travel LTD – Georgia-ში აცხადებენ, ვარშავადან ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყება და აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით იფრენს.

„გეპატიჟებით საუკეთესო სანაპიროების, ეგზოტიკური ბუნებისა და უძველესი არქიტექტურის სამშობლოში”, განმარტავენ LOT Travel LTD – Georgia-ში.