Turkish Airlines-მა Airbus-თან 220 ერთეული A321 და A350 თვითმფრინავების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Turkish Airlines-ი Airbus-სთვის და Boeing-სთვის საერთო ჯამში 600 ახალი თვითმფრინავის შეკვეთას გეგმავდა. ჯერჯერობით, ავიაკომპანია შეთანხმდა უფრო მცირე მოცულობაზე და მასში შედის მხოლოდ Airbus თვითმფრინავები.
გადამზიდავი ელოდება 150 ერთეულ A321 თვითმფრინავს, 50 ერთეულ A350-900 თვითმფრინავს, 15 ერთეულ A350-1000 თვითმფრინავს და 5 ერთეულ A350F0-ს (სატვირთო).
Turkish Airlines-მა ივლისში ოთხი A350-900 და სექტემბერში კიდევ 10 თვითმფრინავი შეიძინა.
არსებული კონტრაქტების მიხედვით, ავიაკომპანია თავის ფლოტს სულ 504 ერთეულ Airbus თვითმფრინავს დაამატებს, საიდანაც 212 უკვე მიიღო.
„ეს საეტაპო ნაბიჯი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება; ეს არის ჩვენი ერთგულების დადასტურება ინოვაციების, ოპერაციული სრულყოფილებისა და მდგრადი მომავლისადმი“, – თქვა Turkish Airlines-ის საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა, — ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს თურქეთის საავიაციო ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაში. ფლოტისთვის უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავების დამატებით, ვაძლიერებთ ლიდერის პოზიციას ინდუსტრიაში და ხელს ვუწყობთ ქვეყნის, როგორც საავიაციო კერის გამოჩენას“.