Air India-მ ახალი უნიფორმა წარადგინა. ავიაკომპანია ამჟამად სრული განახლების პროცესშია. მფრინავებისა და სალონის ეკიპაჟის უნიფორმის კოლექცია, რომელიც შექმნილია დიზაინერის მანიშ მალჰოტრას მიერ, “აახლოებს ბორტზე მოდის ახალი ეპოქის დადგომას”, – ნათქვამია აღნიშნულია ავიაკომპანიის პრესრელიზში.

„ჩემი მიზანი იყო შემექმნა უნიფორმა, რომელიც ასახავს ინდოეთის მრავალფეროვანი კულტურისა და ტრადიციების არსს, განასახიერებს თანამედროვეობას და დახვეწილობას. იმედი მაქვს, რომ ეს სამოსი არა მხოლოდ სიამაყის გრძნობას ჩაუნერგავს ეკიპაჟს, არამედ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს მოგზაურებზე, განასახიერებს იმ სითბოსა და სტუმართმოყვარეობას, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ცნობილია”, – თქვა დიზაინერმა.

ახალი უნიფორმის ფერთა პალიტრა შედგება მუქი წითელი, შინდისფერი და მეწამულისგან. თანამშრომლები ახალი უნიფორმით მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შეიმოსებიან და პროცესი უნდა დაემთხვეს Air India-ს პირველი Airbus A350-ის მიღებას.