1-ელი ოქტომბრიდან Turkish Airlines-ი გეგმავს აგენტებისთვის ახალ NDC პლატფორმა ჩაუშვას, რისი საშუალებითაც GDS-ის საშუალებით ჯავშნებისთვის საკომისიოს დარიცხვას გეგმავს.
ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის აჰმეტ ოლმუსტურის თქმით, TKConnect-ის მიზანია „მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გზით უახლესი ტექნოლოგიების შეთავაზება“. გადამზიდავი განმარტავს, რომ პლატფორმა მოიცავს სარეკლამო ტარიფებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ NDC-ის მეშვეობით, „ვრცელი შინაარსი ვიზუალითა და აღწერილობებით, ბილეთების ცვლადი ფასებით და გაფართოებული დამატებითი სერვისებით“.
Turkish Airlines-ის შეთავაზებაშია TKConnect პლატფორმაზე დაკავშირების სამ ვარიანტი: პირდაპირი – IATA-ს მიერ სერტიფიცირებული NDC API-ების მეშვეობით; კავშირი აგრეგატორის მეშვეობით „სერტიფიცირებული ტექნოლოგიური პარტნიორების“ დახმარებით და ვებ-პორტალის ჯავშნის მეშვეობით.
ოფიციალურ განცხადებაში ავიაკომპანიას ასევე არ განუმარტია, თუ რა იქნება დამატებითი გადასახადი GDS-ის მეშვეობით 1 ოქტომბრიდან დაჯავშნისთვის. ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ TKConnect-ის გამოყენება ფასიანი არ არის.
სააგენტოებს, რომლებიც TKConnect-ის პარტნიორები ჯერ არ არიან, შეუძლიათ შეინარჩუნონ Turkish Airlines-ის კონტენტის მიმდინარე პარამეტრები გლობალური სადისტრიბუციო სისტემების (GDS) მეშვეობით.