პეტერბურგსა და ბათუმს შორის საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის შემდეგ პირველად აღდგება. ამ მარშრუტზე ფრენებს რუსული ავიაკომპანია Red Wings განახორციელებს. ავიარეისები დაგეგმილია 13 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით და ის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

განრიგის მიხედვით, პულკოვოს აეროპორტიდან გამოფრენა, ადგილობრივი დროით 15.05 საათზეა ჩანიშნული, ხოლო ჩამოფრენა, ადგილობრივი დროით, 20.25 საათზე. ბათუმიდან გაფრენა 21.25 საათზე, ხოლო სანკტ-პეტერბურგში ჩაფრენა, ადგილობრივი დროით, 01.00 საათზეა დაგეგმილი.

ფრენები განხორციელდება კომფორტული, მოკლე დისტანციური  SSJ-100-ით.

Red Wings Airlines პულკოვოს აეროპორტიდან ფრენებს საქართველოს სხვა ქალაქებში: თბილისსა და ქუთაისში, ასრულებს.