თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 2022 წელს 71,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Turkish Airlines-ის დატვირთულობის კოეფიციენტმა იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში 80,6%-ი შეადგინა; საერთაშორისო ფრენებზე 80.1%-ი, ხოლო შიდა ფრენებზე 85.8%-ი.
2022 წელს გადამზიდველის მიერ საფოსტო ტვირთების ტრანსპორტირებამ 1,7 მილიონი ტონა შეადგინა.
დეკემბრის მონაცემებით, მის ფლოტში თვითმფრინავების რაოდენობამ 394-ს მიაღწია.
მხოლოდ დეკემბერში Turkish Airlines-მა გადაიყვანა 5,5 მილიონი მგზავრი, დატვირთვის კოეფიციენტმა კი 81,6%-ი შეადგინა.
საფოსტო ტვირთების მოცულობამ თვეში 137,5 ათასი ტონა შეადგინა.