თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 2018 წელს 12.5 მლრდ. დოლარის შემოსავალს ელოდება. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 75 მლნ-ს მიაღწევს, საიდანაც 33 მლნ შიდა რეისების მგზავრი, ხოლო 42 მლნ კი საერთაშორისო რეისების მგზავრი იქნება.

2018 წლის პროგნოზითვე, Turkish Airlines-ის ბორტების დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 81%-ი იქნება.