Radisson Tsinandali გახნისთვის ემზადება. GBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ ვაკანსიები უკვე გამოაცხადა. მათ შორის სპა-ცენტრსა და მიმღებში მომუშავე პირებისთვის. გეგმის მიხედვით, Tsinandali Estate Radisson Collections სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა გაიხსნას.

სასტუმროში თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სასტუმროში 124 ნომერი და 17 კერძო აპარტამენტია.

სასტუმრო კომპლექსი აერთიანებს რესტორნებს, ვინოთეკას, საკონფერენციო დარბაზებს, ამფითეატრს, სპა -ცენტრს და ღია აუზს.

სასტუმროს “სილქ როუდ ჯგუფი“ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად აშენებს. საინვესტიციო პორტფელი 30 მლნ აშშ დოლარია, სადაც ფონდის თანამონაწილება 10 მლნ დოლარს შეადგენს. კიდევ 10 მილიონი ამერიკულმა OPIC-მა გამოყო.

„წინანდალი რედისონში“ ჩასულ ტურისტებს შეეძლებათ გაისეირნოს ალ.ჭავჭავაძის ბაღში, დაათვალიეროს მისი სახლ-მუზეუმი და დააგემოვნოს წინანდლის მამულის ღვინოები.