Turkish Airlines ახალ ზელანდიაში ფრენების დაწყებას გეგმავს. ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აჰმეტ ბოლატმა, განაცხადა, რომ ფრენების დაწყების განსახილველად ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტოფერ ლაკსონს უკვე შეხვდა.
ბოლატმა აღნიშნა, რომ ავსტრალიის მიმართულებით მარშრუტის გახსნის შემდეგ, ისინი აქტიურად მუშაობენ ახალი ზელანდიის მიმართულებით, საოცარი ბუნების მქონე ქვეყანაში ფრენებზე.
მან გამოთქვა რწმენა, რომ Turkish Airlines მალე დააკავშირებს ახალ ზელანდიას მსოფლიოსთან და გააძლიერებს კავშირებს ორ ქვეყანას შორის.