ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს განახლებულ ვერსიაზე მუშაობა დაიწყო. მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი უძღვებოდნენ.
შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციებისა და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი ხორციელდება USAID-Governing for Growth in Georgia-ს (G4G) მხარდაჭერით, მასში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტი ჯონ ჯეიმს დოუნსი.