ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე ტურისტული გამოფენის Fitur 2023-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოფენის ფარგლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, გასტრონომიული ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს. საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს სამთო, საზღვაო და გამაჯანსაღებელი კურორტებით.

მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანიაა წარდგენილი.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.