საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს საუდ ალ ქააბს უმასპინძლა. საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია.
ინფო-ტურის ფარგლებში ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.

ინფო-ტურის მიზანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.


იფრასტურქტურა, რომელიც აბსოლუტურად მზადაა ტურისტების მისაღებად, არაჩვეულებრივი კურორტები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ თავგადასავლებისთვის, ბავშვებისთვის, საქორწინო მოგზაურობებისთვის, ვისაც რა სურს, იმის ნახვა შეუძლია საქართველოში. აქ არის ბევრი აღმოუჩენელი ადგილი, რაც უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას. შეგიძლია ჩამოხვიდეთ და აღმოაჩინოთ უფრო მეტი.
გამოვარჩევდი საფეხმავლო ბილიკებს, კიდევ მინდა ჩამოვიდე საქართველოში.
როდესაც ჩემი სოციალური მედიისთვის ვიღებ, ჩემს მეგობრებსა და მაყურებელს ვეუბნები, რომ საქართველოში ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ. ეს იყო მხოლოდ ხუთი დღე მაგრამ ინტენსიურად დატვირთული 5 დღე. მოვინახულე ბევრი საინტერესო ადგილი და მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში,“- აცხადებს საუდ ალ ქააბი ინფლუენსერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.




